თურქეთის პრემიერმინისტრი ახმედ დავითოღლუ აცხადებს, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსული სუ-24 ჩამოაგდეს, ISIS-ის შენაერთები არ არიან და ტერორიზმის არანაირი ელემენტი არ არსებობს.
„ბაიირბუჯაკში არ არის დაეშ-ის („ისლამური სახელმწიფო“-რედ.) არცერთი შენაერთი, არ არის ტერორიზმის ელემენტები. ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს იმაზე, რომ თითქოსდა ტერორიზმთან ბრძოლის ეგიდით მშვიდობიან მოსახლეობას ესხმიან თავს“, -აღნიშნა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავმჯდომარემ, ქვეყნის პრემიერმა, პარლამენტში გამოსვლისას.
„ჩვენ არ გვაქვს მიზნად რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა და გაფუჭება. რუსეთი ჩვენი მეზობელი და მეგობარია. ძლიერ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ უნდა მივიტანოთ მსხვერპლად მომხდარ შემთხვევებთან. რუსეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და და იმ ქვეყნების სათავეშია, ვისთან ურთიერთობასაც ჩვენ ბოლო 13 წელია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ“, - დაამატა პრემიერმა.