უკრაინის ანტიკორუფციული ეროვნული ბიუროს დირექტორის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება დასრულდა. ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახური იუწყება.
ამ დროისთვის აღნიშნული უწყების ხელმძღვანელობის სურვილი 161-მა ადამიანმა გამოთქვა. სიაში, რომელიც გამოქვეყნდა, ერთი ქართული გვარიც ფიგურირებს. საქართველოს პარლამენტის დეპუტატის, დავით საყვარელიძის გვარი აღნიშნულ სიაში, რომელიც ანბანის მიხედვით არის ჩამოთვლილი, 129-ე ადგილზეა.
უკრაინის რადამ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების მიხედვით, კორუფციაში მხილებული პირი არა მხოლოდ დაისჯება, არამედ მისი ქონების კონფისკაციაც მოხდება.