-
2015-02-10 16:06
რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინაში უკვე ღიად იყენებენ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს: რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, კრამატორსკში ატო-ს შტაბთან აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი უკრაინელ მებრძოლებს შორის.
ინფორმაციას სარეკეტო დარტყმის შესახებ ექსპერტი კონსტანტინე მაშოვეცი ავრცელებს და წერს, რომ უკვე ეჭვს არ იწვევს რეაქტიული სისტემის გამოყენების ფაქტი: მისი თქმით, ატო-ს შტაბთან ნამდვილად "სმერჩის" რაკეტა ჩამოვარდა.
"სმერჩი" ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემაა, რომელიც სსრ კავშირში, 1987 წელსაა დამზადებული. "სმერჩ 9М55К" — 300-მმ კალიბრის რეაქტიულ რაკეტას იყენებს.