
საპარლამენტო უმცირესობის წევრს გიორგი ბარამიძეს იმედი აქვს, რომ გამოძიებას აქვს ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ ე.წ. ცოცხების კადრები დადგმულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბარამიძის თქმით ამ კადრებს „ჩვენ მოვიპოვებთ“.
განცხადება დეპუტატმა გადაცემა „რეაქციაში“ გააკეთა და იქვე დაამატა, რომ კიდევ ერთი სკანდალური ვიდეომასალა - კარანტინის კადრები, რეალურია, თუმცა ხელისუფლებას ამაზე გამოძიება არ ჩაუტარებია:
"ცოცხების კადრები დადგმულია და ამას ის ადამიანებიც ამბობენ ვინც ამ კადრებში მონაწილეობენ. თავად ბედუკაძემაც აღიარა თუ არ ვცდები. ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს. მე იმედი მაქვს რომ გამოძიებას ეს კადრები ექნება, ან ჩვენ მოვიპოვებთ,
ხოლო ის კადრები, რაც კარანტინის ვნახეთ, იყო უმძიმესი და ამის ნამდვილობაზე არავინ დაობს. მაგრამ იმ კარანტინის კადრებზე გამოძიება ჩატარდა?", - აცხადებს გიორგი ბარამიძე.