-
2014-05-16 23:20
„ჩვენ კარვებს ვშლით არა იმიტომ, რომ იქ ცხოვრება მოგვენატრა ან რაღაც ამდაგვარი - იმისთვის ვშლით, რომ იქ ხელმოწერების შეგროვებას ვიწყებთ ანტიდისკრიმინაციული კანონის შეცვლის მოთხოვნით“, -
ამის შესახებ დეკანოზმა ელიზბარ დიაკონიძემ „კურიერს“ უთხრა. მან ფორმულირება შეუსწორა „კვირის თემის“ წამყვანს პაატა იაკობაშვილს და განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს სასულიერო პირები კი არ ემუქრებიან უზიარებლობით, არამედ: „სოდომური ცოდვით დასნეულებულებს, ანუ გაუზნეურებულ ადამიანებს სჯულის კანონი უკრძალავს ზიარებას“.
„ზიარება მხოლოდ მაშინ იქნება დასაშვები, თუკი გაუკუღმართებული ადამიანი შეინანებს და დაადგება სწორ გზას - მხოლოდ ამ შემთხვევაში უშვებს სჯულის კანონი მის ზიარებას“, - აცხადებს დეკანოზი.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-10-02 12:07
-
2016-10-02 08:50
-
2016-09-30 10:23
-
2016-09-30 00:02