
პარიზის ღირსშესანიშნავ კოშკს 130 წელი შეუსრულდა.
პარიზელები და იქ მყოფი ტურისტები 12-წუთიანი ლაზერშოუს ყურებით დატკბენ, საოცარი სანახაობა მათ
ეიფელის კოშკის ისტორიას უამბობდა.
ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა
პროექტის ავტორის ინჟინერ გიუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული
ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.
მარიამ ნებიერიძე