-
2019-05-14 22:29
თელ-ავივში ევროვიზიის სიმღერის 2019 წლის კონკურსის პირველი ნახევარფინალი დღეს გაიმართება.
ნახევარფინალური შოუ ცენტრალური თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ოთო ნემსაძე სიმღერით "სულ წინ იარე" მე-11 ნომრად
წარდგება.
რაც შეეხება ხმის მიცემას, ოთო ნემსაძის გამოსვლის დროს ეკრანებზე დაიწერება მოკლე ტექსტური
შეტყობინების (სმს) და ტელეფონის ნომრები. გულშემატკივრებს ხმის მიცემა სწორედ ამ ნომრებზე
შეეძლებათ.
"ევროვიზიაზე" შეკრებილი მაყურებელი შოუს დაწყებას ელოდება.
მარიამ ნებიერიძე