
2019 წლის გაზაფხულზე, ბაგრატიონთა სამეფო ოჯახი დიდ სკანდალში გაეხვა და შესაძლებელია ამ
დაპირისპირებამ მუხრანელებსა და გრუზინსკებში დიდი უთანხმოება გამოიწვიოს.
ყველაფერი იქედან დაიწყო,როცა ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიმ თავის ყოფილ ქმარს, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს
ფიზიკურ ძალადობაში ბრალი დადო და განაცხადა, რომ 2014 წლის 9 მაისს ყოფილი მეუღლე მას ფიზიკურად
გაუსწორდა. ანამ წარადგინა ექიმისა და ექსპერტიზის დასკვნა,რომელშიც წერია, რომ 2014 წლის 9 მაისს,დავითი
მას ფიზიკურად გაუსწორდა.
დავით ბაგრატიონ - მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი მას შემდეგ დაქორწინდნენ, რაც სამეფო ოჯახის
აღდგენა გადაწყდა. ამისთვის კი აუცილებელი იყო მემკვიდრე, რომელიც ორივე შტოს წარმომადგენელი
იქნებოდა, ქორწინება სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის კურთხევით ჩატარდა.
დავა ყოფილ მეუღლეებს შორის დღემდე გრძელდება და ორივე მათგანი თავიანთი სიმართლის დამტკიცებას
ადვოკატების დახმარებით ცდილობს.
ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისთვის ეს მეორე უიღბლო ქორწინება არმოჩნდა, ის პირველად 2001 წლის
17 მაისს დაქორწინდა გრიგოლ მალანიაზე, თუმცა წყვილი რამდენიმე წელში დაშორდა. მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.
ანა მეორედ განქორწინების შემდეგ ქორწინების დროს შეძენილი ქონების გაყოფასა და დავით ბაგრატიონ-
მუხრანელისთვის სამეფო სახლის სახელით სარგებლობის აკრძალვას ითხოვს, რადგან გრუზინსკები ამტკიცებენ,
რომ იგი ბაგრატიონი არ არის და რეალურად სიხარულიძეა.
ვნახოთ, როგორი იქნება, "სამეფო კარის თამაშების" დასკვნითი ამბავი.
მარიამ ნებიერიძე