
რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველო ვერ მოხვდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა წარმომადგენლები „ევროვიზია-2014“-ის ფინალში გავიდნენ.
მეორე ნახევარფინალმა გამოავლინა კიდევ ათი ფინალისტი ქვეყანა:
შვეიცარია, სლოვენია, პოლონეთი,რუმინეთი, ნორვეგია, შვედეთი, მალტა, ბელორუსი, ფინეთი და ავსტრია.
შეგახსენებთ პირველი ნახევარფინალის გამარჯვებულებს:
ჩერნოგორია, უნგრეთი, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, სან-მარინო, უკრაინა, შვედეთი, ჰოლანდია, ისლანდია.
ამასთან, უკონკურსოდ გავიდნენ ფინალში დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის წარმომადგენლები, პლუს დანია, როგორც შარშანდელი გამარჯვებული.
საქართველო ევროვიზიაზე The Shin & მარიკომ წარადგინა.