
22 წლის სტიქაროსანს თორნიკე მახარაძეს შეყვარებული გოგონა „ფეისბუქზე“, საჯარო სტატუსით დაემშვიდობა.
„მთელი ცხოვრება მემახსოვრები, ჩემი გული ხარ, ჩემი ყველაფერი... ახლა შენთან უნდა ვყოფილიყავი, მადლობა, რომ შემიყვარე...
მადლობა, რომ მაფასებდი და ჩემთვის ყველაფერს აკეთებდი... მეც მიყვარხარ, გუშინწინ რომ მომწერე მიყვარხარო და მენატრებოდიო, მაპატიე, რომ არ გითხარი და დაგიმალე თუ როგორ მენატრებოდი და მიყვარდი...
2 დღეში თბილისში გელოდებოდი... ჩემში დარჩები“, - წერს გოგონა „ფეისბუქზე“.