
სოფელ ხიდისთავში მცხოვრები ლადო ქერდიყოშვილი ოჯახის წევრებმა ბაღში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცლილის ახლობლებს თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბარი უჭირთ.
მათი თქმით, ოჯახში ფინანსური პრობლემები არ ჰქონიათ. 31 წლის ახალგაზრდა გორში, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ერთ-ერთ უწყებაში მუშაობდა. გარდაცვლილს მეუღლე და სამი წლის გოგონა დარჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ, რომ 31 წლის მამაკაცი სამინისტროს თანამშრომელი იყო.
"რუსთავი-2"