
უკვე მეოთხე დღეა ახალციხეში 54 წლის დაკარგულ მამაკაცს ეძებენ. ოჯახის წევრების თქმით, სოფელ წნისში მცხოვრები დავით ცომაია სახლიდან ქაცვის საკრეფად 31 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
სამძებრო სამუშაოები ძირითადად მტკვრის სანაპიროზე მიმდინარეობს. პროცესში სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ჩართულია ადგილორივი მერიის ჯგუფები.
,,საღამოს ექვსი საათისთვის დაუნახავთ, რომ სოკოს კრეფდა, იმის შემდეგ არავის უნახავს. მტკავრთან ჩავიდა, ალბათ, ახლოს და იქ ისეთი ადგილებია ვეძებთ ახლა მტკვარში,"– აცხადებს ოჯახის ახლობელი.