
გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ძველი მეგობარი ლალი ანთია მორიგი ხუთთვიანი პატიმრობის შემდეგ „ასავალ-დასავალთან“ დუმილს არღვევს.
„არ შემიძლია, არ ვთქვა.
ახლა რომ გამოდიან ეს უსინდისოები და გაიძახიან, ზურაბ ჟვანიაზე ყველამ ყველაფერი იცის და არ გვინდა ვილაპარაკოთო, თუ ზურა ცისფერი იყო და გაუკუღმართებული ცხოვრება ჰქონდა იმ საცოდავს, მაშინ ამ ნაგავს - ხათუნა გოგორიშვილს როგორც კაცი, რატომ უყვარდა სიგიჟემდე?
გეკითხებით, ასეთი კაცი რატომ უყვარდა გოგორიშვილს, გასაქანს რომ არ აძლევდა? აფანატებდა ჟვანიაზე, ეგ გაფუჭებული და არაადამიანი! უსინდისო გოგორიშვილი...მწვანეთა პარტიიდან მოყოლებული, ზურაბ ჟვანია ორ ქალს უყვარდა და ერთმანეთს ხოცავდნენ ზურას გულისთვის - ერთი იყო ხათუნა გოგორიშვილი, ხოლო მეორეს არ დავასახელებ.
ქალბატონი ნინო ქადაგიშვილი გვიან გამოჩნდა და ახრჩობდნენ საწყალ ნინოს, რომელიც პოლიტიკაში არ ერეოდა. გოგორიშვილი გაბრაზდებოდა და თვეობით არ ელაპარაკებოდა ზურას. ოჯახი ჰყავდა, ანგელოზივით ცოლი და გოგორიშვილს გამოეკიდებოდა?
ქალს მაინც ჰგავდეს ეს უპატრონო. მეგრულად როგორც იტყვიან, ხათუნა გოგორიშვილი „გარიჟინებული“ და თვალებგადმოკარკლული რომ დარბოდა, მაშინაც არაკაცი იყო ზურაბ ჟვანია? ერთხელ მითხრა ცხონებულმა, ლალი, რა ვქნა, კაცო ვუყვარვარ, ხომ არ ვძულვარო“, - იხსენებს ანთია.