
აჭარის მაღალმთიანეთში ამ დრომდე თოვს. თოვდა ბათუმშიც, თუმცა, თოვა მალე თოვლჭყაპში გადაიზარდა. თოვლის საფარის სიმაღლემ შუახევისა და ხულოს რაიონებში 30 სმ-ს მიაღწია.
უამინდობამ პრობლემებიც შექმნა. გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია, ხოლო მახინჯაურის გზაზე მეწყრის ჩამოწოლის გამო ტრანსპორტი ძველი გზით მოძრაობდა. ამჟამად მოძრაობა გზის ახალ მონაკვეთზეც აღდგენილია.
აჭარის მაღალმთიანეთში და გურიაში რამდენიმე ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.