-
2014-10-29 23:00
26 წლის ლელა ახლა იტალიაში ლეგალურად ცხოვრობს და ძალიან დარდობს, რომ შვილის ნახვას წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ერთი კვირით ახერხებს.
როგორც თავად ყვება, 16 წლის იყო, როდესაც მამამ მეზობელ გელაზე გაათხოვა.
„ის ღამე ტირილში გავათენე, რადგან ჩემზე 12 წლით უფროსი მეზობელი არ მიყვარდა. დედას ვთხოვდი, მამისთვის აზრი შეეცვლევინებინა, მაგრამ მას მთელი ცხოვრება არავინ არაფერს ეკითხებოდა.
კოშმარი გათხოვების პირველივე დღიდან დაიწყო. ქმარი არ მიყვარდა, უფრო მეტიც, მძულდა და ისევ მიტრიალებდა იმაზე ფიქრი, როგორ დაითანხმა გელამ მამაჩემი. ერთ დღეს მშობლებთან სახლში მისულს ეზოში ახალი მანქანა დამხვდა.
დედას ჩემი მისვლა არ ესი-ამოვნა, თვალს ვერ მისწორებდა. მერე გამომიტყდა, რომ მანქანა მამაჩემს ჩემმა ქმარმა უყიდა. ორი თვის ფეხმძიმე ვიყავი და ნერვიულობისგან მუცელი მომეშალა.
ისტერიკულად ვყვიროდი და ჩემს კივილზე მეზობლებიც კი შემოცვივდნენ. დედას ვუყვიროდი, ახლა მივხვდი, შენ და მამამ მანქანაზე რომ გამყიდეთ-მეთქი. ქმართან ოთხი წელი ვიცხოვრე, ამ პერიოდის განმავლობაში მშობლებისკენ არც გამიხედავს. გელა ვერ შევიყვარე, რის გამოც ისე გადაირია, რომ ბოლოს ლამის ყოველდღე ფიზიკურად მისწორდებოდა.
მერე თვითონაც დაიღალა და გამიშვა. მითხრა, ოღონდ სახლიდან წადი, შვილი მე დამიტოვე და ბინას თბილისში გიქირავებო. შვილი მამასთან დავტოვე და სამუშაოდ იტალიაში გავემგ-ზავრე. ჩემი წასვლიდან ორ წელიწადში ყოფილი მეუღლე დაქორწინდა და ცოლად ჩემზე კიდევ უფრო პატარა გოგონა მოიყვანა.
მე წელიწადში ერთხელ ჩავდივარ და ერთ კვირას ჩემს გოგონასთან ერთად თბილისში სასტუმროში ვატარებ. ყოფილ ქმარს ჩამოჰყავს და ტოვებს. ოღონდ სოფელში აღარ ჩავიდე და მისი ცხოვრებიდან გავქრე, ამ დათმობაზე თანახმაა.
რაც შეეხება მშობლებს, საქონელივით გაყიდვას არასოდეს ვაპატიებ,“ - წერს ლელა თავის ტრაგიკულ ისტორიას.
reitingi.ge