რუსთავში, "ჯეობიტის" გარე კამერამ გადაიღო, როგორ მოკლა სამმა მამაკაცმა ლეკვი (ვიდეო)

Image

"ფეისბუქზე" გვერდის "ცხოველთა მეგობრები / Animals Friends" ადმინისტრაციამ გაავრცელა ვიდეო, რომელიც რუსთავში, მეგობრობის 10-ში მდებარე მაღაზია "ჯეობიტის" გარე სათვალთვალო კამერამ გადაიღო. მასზე ცანს, როგორ აგდებს სამი მამაკაცი დედა ძაღლს, რომელსაც იქვე ჰქონდა მოწყობილი თავშესაფარი, ხოლო შემდეგ სასტიკად უსწორდება ლეკვს.

 

როგორც ირკვევა, დედა ძაღლი, რომელმაც ლეკვები დაყარა, "ჯეობიტის" მიმდებარე ტერიტორიას შეეკედლა, ხოლო თანამშრონლები დედა-შვილს უვლიდნენ. ერთ დილასაც მათ თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორია სისხლით დახვდათ მოსვრილი, რის შემდეგაც კამერის ჩანაწერები ამოიღეს და მომხდარის შესახებ ზემოთხსენებულ გვერდს შეატყობინეს, ხოლო გვერდი პროკურატურას დაუკავშირდა.

 

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოიძიება, უკვე დადგინდა ვიდეოზე აღბეჭდილი მამაკაცების ვინაობა და ისინი დაკითხეს კიდეც. როგორც გვერდზე აღწერილ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროკურატურაში განაცხადეს, რომ ისინი კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა დანაშაულებრივი ქმედებაა. კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად:

 

“1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.

 

2. იგივე ქმედება, ჩადენილი: (ა) ჯგუფურად; (ბ) არაერთგზის; (გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !