
გაზეთ "ქრონიკა+"-ის ინფორმაციით, ორ სხვა ტყიბულელთან ერთად ტყიბულის საპატიო მოქალაქის ტიტული წელს ელისო ჩაფიძის დედამ, პედაგოგმა ციალა ბუიძემ მიიღო.
სტატიაში სათაურით "დაფასებულები ტყიბულში - კარლო მელენტიევიჩი და ელისო ჩაფიძის დედა - ციალა" აღნიშნულია, რომ რამდენიმე დღის წინ ტყიბულის ცენტრში რაიკომის ყოფილი მდივნის - კარლო ლომაძის ბიუსტი დაიდგა, ხოლო ელისო ჩაფიძის დედამ საპატიო ტყიბულელის ტიტული მიიღო.
ელისო ჩაფიძის დედა პროფესიით პედაგოგია. ის ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურის საშუალო სკოლის დირექტორიც იყო და პედაგოგიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა, ტყიბულის საპატიო მოქალაქედ 2014 წლამდე არ დასახელებულა.