მწერალი ლელა კოდალაშვილი ამბობს, რომ ავტობუსიდან შავკანიანის გამოგდება თვითონ არ უნახავს

Image

მწერალი ლელა კოდალაშვილი "კვირასთან" საუბარში ამბობს, რომ მან შავკანიანი, ასფალტზე დავარდნილი მამაკაცი მართლაც დაინახა, მაგრამ ავტობუსიდან მისი გაგდების ფაქტს არ შესწრებია. კოდალაშვილის თქმით, დასკვნები მან დამოუკიდებლად გამოიტანა და განავრცო და ის თავად მამაკაცის ნაამბობს ეფუძნებოდა.

 

„შავკანიანი მამაკაცი ავტობუსის გაჩერებიდან დაახლოებით 20-30 მეტრის მოშორებით ასფალტზე ეგდო და ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, მივედი და ინგლისურ ენაზე დაველაპარაკე, ხელსახოცები და “კორსიზი” მივეცი. ასევე სასწრაფო დახმარების და პატრულის გამოძახება შევთავაზე, თუმცა უარი მივიღე. იმდენად აღელვებული ვიყავი მისი მდგომარეობით, არ მიკითხავს, როგორ აღმოჩნდა იმ ვითარებაში.

 

მხოლოდ ის მითხრა, რომ ფრანგი იყო. გამვლელების გულგრილმა დამოკიდებულებამ გამაოცა, ერთ-ერთმა გამვლელმა ქალბატონმა თქვა ისიც, რომ შესაძლოა, მას ებოლაც ჰქონოდა. მის მიმართ დისკრიმინაციული შეძახილებიც გაისმოდა. ძალიან აღელვებული დავბრუნდი სახლში, ფეისბუქის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციაში გამოვთქვი ჩემი ვარაუდები და დასკვნები.

 

მე ამ გარემოებებიდან დავასკვენი, რომ ეს მამაკაცი ავტობუსიდან სწორედ ამ მიზეზით ჩამოაგდეს, რომ ებოლათი დავირუსების შეეშინდათ. მე მისთვის არ მიკითხავს, თუ როგორ აღმოჩნდა ძირს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ვიღაცამ უბრალოდ ხელი ჰკრა და არც იმას, რომ ეს მამაკაცი უხერხულად იდგა და ჩამოვარდა.

 

მეც მქონდა ასეთი შემთხვევა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მეცვა, ავტობუსით ვმგზავრობდი, ფეხი უხერხულად დავადგი გადმოვვარდი და ასფალტზე დავეცი. ჩემი ვარაუდი კი დავწერე იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პირადი გვერდი. მე ვარ მწერალი და მქონდა უფლება, შინაარსი მხატვრულად გამევრცო.

 

ჩვენს ქვეყანაში ფერადკანიანებს ცუდად უყურებენ. ჩემს მეგობარს ჰყავს ფერადკანიანი ბოიფრენდი, რომელზეც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ეკითხებიან, რატომ ცხოვრობს მასთან. მე მწერალი ვარ და ჩემს პოსტში ლიტერატურულად გავმართე გამვლელთა რეაქციები, ჩემს ტესტებს პასუხისმგებლობით ვეკიდები. შინაარსი იგივე დავტოვე, უფრო გავამხატვრულე წინადადებები“,-განაცხადა კოდალაშვილმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?