
,,თბილისობა – 2014" აღნისვნა უკვე დაიწყო. დღის განმავლობაში გორგასლის მოედანზე, რიყის პარკში, აბანოთუბანში, ბოტანიკურ ბაღში, შარდენის ქუჩაზე და დედაქალაქის სხვა მონაკვეთებში
დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები, მათ შორის, აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა, ხილის ფესტივალი, ბაზიერების შოუ, საბავშვო ანსამბლების წარმოდგენები, იშვიათი მცენარეების გამოფენა, თბილისში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების შემოქმედებითი კოლექტივებისა და ქართული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი, ქართული რეწვის ნიმუშების და ხელნაკეთობების გამოფენა - ყველის, თაფლის, ჩაის და სხვა ფესტივალები.
ქართველი თანამედროვე როკ ჯგუფები, სპორტული ტურნირები "თბილისობა 2014"-ის ჩემპიონის ტიტულზე – დაჯილდოება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შემოქმედების წარდგენა, თოჯინების წარმოდგენა, "ჰერბერტის სიზმარი" საფრანგეთის თეატრალური დასის მსვლელობა, ფესტივალი "საჩუქარი" - თბილისი Jazz Festival 2014 – David Fiuczynski`s Planet Microjam – "თბილისი ივენთ ჰოლში", თანამედროვე ახალგაზრდა პოპულარული როკ ბენდების კონცერტი (The Jetbird, ჯგუფი "არა", ჯგუფი "ყველა", Loudspeakers - ევროპის მოედანზე.
"თბილისობა – 2014"-ის ფარგლებში ღონისძიებები გაიმართება 26 ოქტომბერსაც.