
შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია "არჩევანში" ადასტურებს ინფორმაციას, რომ შს მინისტრის 10 სექტემბრის ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით მიმდინარეობს.
ლევან იზორიას თქმით, გამოძიება უკვე დაწყებულია და საზოგადოება მისი დასრულების შემდეგ კონკრეტულ პასუხებს მიიღებს.
შეგახსენებთ, "ალიას" 10 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში შს მინისტრმა განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მასთან დაკავშირებული ჯგუფები ქვეყნის მასთაბით არეულობისა და დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავენ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლში აღნიშნულია:
"მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს
კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (27.04.2007
N4698)
1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით
შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით
შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე."