
30 წლის ხანუმ ჯეირანოვმა, რომელიც ქმრის ნათესავებმა მეუღლის ღალატში დაადანაშაულეს და მთელი სოფლის დასანახად სასტიკად სცემეს, თავი ჩამოიხრჩო.
შემთხვევა სოფელ ლამბალოში მოხდა. ჯეირანოვას ცხედარი ოჯახის წევრებმა სუიციდიდან დაახლოებით ორ საათში იპოვეს.
თვითმკვლელობის მიზეზად სოფელ ლამბალოს მაცხოვრებლები წინა დღეს განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ. ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავებმა სასტიკად სცემეს.
საზარელი ისტორიის მიზეზი ეჭვიანობაა. სოფელში ამბობენ, რომ ხანუმ ჯეორანოვა ქმრის ნათესავებმა უცნობ მამაკაცთან ერთად დაინახეს და ღალატი დააბრალეს. ახალგაზრდა ქალი დაიჭირეს და მთელი სოფლის დასანახაად სცემეს.
ადგილობრივები ყვებიან, რომ ქმრის ნათესავები ქალს ჯერ სოფლის ბირჟაზე გაუსწორდნენ, შემდეგ კი მაღაზიის უკან გაიყვანეს და იქ სცემეს.
ქმრის ნათესავები იმ დღეს სოფელში არავის შეუჩერებია. რამდენიმესაათიანი ცემისა და წამების შემდეგ ხანუმ ჯეირანოვა მამასთან სახლში მიიყვანეს. იმ დროს არც მამა და არც ქმარი სოფელში არ იმყოფებოდნენ.
სოფლის გამგებელი, მაჰმუდ ალიევი ამბობს, რომ ქალის ცემის ფაქტი სოფელში არავის გაკვირვებია. სოფლის მაცხოვრებლებს არ დაურეკავთ არც პოლკიციაში და არც სასწრაფო დახმარება გამოუძახებიათ.
მომხდარს პოლიცია იძიებს, საქმე თვითმკვლელობის მიყვანამდე მუხლით არის აღძრული.
"რუსთავი-2"-ის სიუჟეტი