
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, თანხებთან დაკავშირებით ეს გადაწყვეტილება უკანონოდ იყო მიღებული.
„ადგილობრივი თვითმმართველობები თავად წყვეტენ ამ საკითხს, მთავრობის მიერ მიღებული რეგულაციები არ ვრცელდება მათზე.
იმედია, თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელები ამ რეალობას გაითვალისწინებენ და ამის შესაბამისად გამოიწერენ ამ სახელფასო დანამატებს. დავით ნარმანიამ, რამდენადაც ვიცი, პრემიები არ გამოუწერა თავის თანამშრომლებს...
დანამატის ოდენობა შესაბამისი აქტებით განისაზღვრება, პრემიების გაცემა კი ხელმძღვანელის ნებაზეა დამოკიდებული. ეს ნება კი, ყველანაირ ზღვარს იყო ადრე გადაცილებული. თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ეს დანამატების სისტემა წლის ბოლომდე იმოქმედებს და მერე გადაიხედება.
მერიამ მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ წარმოადგინონ თავიანთი წინადადებები, რათა საბოლოოდ ჩამოყალიბდეს სისტემა, რომელიც უკეთესი იქნება და რომლის საფუძველზეც გაიცემა შემდგომში ასეთი დანამატები“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
„ალია“