სოფელ იორმუღანლოში მომხდარი, გაუხმაურებელი, შემზარავი ფაქტი

Image

საგარეჯოს სოფელ კაზლარში დატრიალებულმა ტრაგედიამ საზოგადოება შეძრა.

 

21 წლის ულფუკარ გულიევი შეყვარებული გოგონას ოჯახის წევრებმა საშინელი წამებით მოკლეს.

 

ბიჭი რამდენიმე საათი სკამზე თოკით ჰყავდათ მიბმული, ხელკეტებით თავი გაუხეთქეს და წამებით ამოხადეს სული.

 

ასტანა გულიევი, გარდაცვლილის ბიძა: 

 

- ასეთი გაუგონარი რამ არასოდეს მომხდარა ჩვენს სოფელში. ულფუკარს და იმ გოგოს დიდი ხანია, ერთმანეთი უყვართ.

 

ჩემი ძმისშვილი გოგოს სახლში შარშან იყო მისული დასანიშნად, მაგრამ მამამისმა უარი უთხრა, - ჯერ პატარა არისო. ჩვენთან ასე ხდება, 14 წლის გოგოები ინიშნებიან და თხოვდებიან. გოგოს გათხოვებას მამა წყვეტს. ნათესავებსაც ვატანთ გოგოს.

 

ასე ინიშნებიან, მაგრამ თუ გოგოს შეყვარებული ჰყავს, მაშინ ის ცდილობს, სახლიდან გაიპაროს და ვინც უყვარს, იმას გაჰყვეს ცოლად. თუ მოახერხა და გაიპარა, პოლიციასთან ერთად რომ მივლენ მასთან მშობლები, გოგო ამბობს, - მიყვარსო და ვერაფერს ეტყვიან, მორჩა. ამის გამო არაფერი ხდება.

 

დიდი ხანია, ამ ბავშვებსაც ერთმანეთი უყვართ. გოგო 15 წლისაა, მას უთქვამს ულფუკარისთვის, - მოდი და წამიყვანე, თორემ სხვაზე მათხოვენებო. იმ საღამოს მიუღია გოგოსგან მესიჯი. სახლიდან ულფუკარი ღამის პირველ საათზე გასულა, მასთან ერთად ორი მეგობარი ბიჭიც იყო მანქანაში.

 

გოგოს მოსატაცებლად ულფუკარის ძმის მანქანით იყვნენ. გოგო თავისი ფეხით გამოსულა სახლიდან და მანქანაში ჩამჯდარა, მაგრამ უცებ მანქანა ვერ დაუქოქავთ.

 

ამ დროს გამოვარდნილა სახლიდან გოგოს მამა, თავში ცულის ტარი ჩაურტყამს ბიჭისთვის. მისმა მეგობრებმა გაქცევა მოასწრეს, იმათ შერჩათ ჩემი ძმისშვილი. თავში ჩარტყმის შემდეგ შეუთრევიათ ბიჭი ეზოში, იქ სკამზე თოკით მიუბამთ, ხელ-ფეხი შეუკრავთ და სასტიკად უცემიათ ქარიმოვსა და მის ბიჭებს.

 

თურმე, მისი ცოლიც ყვიროდა, - მოკალით, მოკალითო! მასაც ხელში ჯოხი ეჭირა, წამებით არის ბიჭი მოკლული. რომ გენახათ გარდაცვლილი, გული მოგიკვდებოდათ. ყველა ტიროდა. ასეთი სისასტიკე რატომ? თავი გაჩეჩქვილი ჰქონდა. არმატურით, ცულის ტარითა და ჯოხებით გაუხეთქეს ბიჭს თავი.

 

სახე რამდენიმე ადგილას სიგარეტით ჰქონდა დამწვარი. ეტყობა, ანთებულ სიგარეტს სახეზე აქრობდნენ. ხელებსა და ფეხებზე თოკის ნაკვალევი ეტყობოდა, ერთი დაზიანება მკლავთანაც ჰქონდა. სხეულის სხვა ადგილებში არ ჰქონდა დაზიანებები. ბიჭს გამიზნულად თავი გაუხეთქეს. თურმე რამდენიმე საათი ურტყამდნენ და წამებით ამოხადეს სული. 5 საათზე შეიტყო ეს ამბავი პოლიციამ და როცა იქ მისულან, ბიჭი დაბმული უნახავთ. პოლიციელებს გაუხსნიათ გაკოჭილი.

 

მარტო ერთის დასჯას ვერ შევეგუებით, მაშინ ჩვენი ადათით ვიძიებთ მათზე შურს - ყველას ამოვხოცავთ ან მათ ყველაზე საუკეთესო შვილს ისეთივე წამებით მოვკლავთ, როგორც ჩვენი ბიჭი მოკლეს. ორი შვილი მყავს და ამ ბავშვებს ობლად დავტოვებ და ამას გავაკეთებ, თუ ყველა არ დაისჯება.

 

სადაც ბიჭი ჰყავდათ დაბმული, იქვე ახლოს არის საძროხე. როგორც ჩანს, ბავშვს რომ ურტყამდნენ, ისე გამწარებით ყვიროდა, რომ მთელი ღამე თურმე საქონელიც ბღაოდა. 4 საათი აწამებდნენ ბავშვს. აქედან გადაასახლონ ეს ოჯახი, თუ არა ჩვენ ძირფესვიანად ამოვთხრით.

 

მეორე ფაქტი: გაუხმაურებელი დანაშაული

 

სოფელ იორმუღანლოში ახალგაზრდა აზერბაიჯანელი გოგო თურმე ქმრის ნათესავებმა ღალატში ამხილეს. გოგონას ჩაუსაფრდნენ და მაშინ დაადგნენ თავზე, როცა უცხო მამაკაცის მანქანაში იჯდა.

 

იორმუღანლოს მკვიდრი:

 

- ეს ამბავი ქმრის ბიძაშვილებმა იცოდნენ. ერთ დღეს გაეკიდნენ იმ მანქანას, სადაც გოგო იჯდა და ფაქტზე დაიჭირეს. მძღოლმა შენიშნა, რომ მისდევდნენ, მანქანა გააჩერა, თვითონ გაიქცა და გოგო შერჩათ ნათესავებს.

 

ის გადმოათრიეს მანქანიდან და იქვე სცემეს. მერე სოფლის ბირჟაზე მოიყვანეს, მთელი სოფელი შეკრიბეს, შეარცხვინეს სახალხოდ და აყურებინეს ყველას, როგორ სცემდნენ მას. ამ დროს მოსულა გოგოს მამა და უთქვამს: - ნუ შვებით, ამას ჩემი შვილი არ იზამდაო, მაგრამ მამას დაუმტკიცეს, რომ მართლები იყვნენ.

 

ბიჭის მანქანაში ტელეფონი იპოვეს და ტელეფონში მათი ერთად გადაღებული სურათები ნახეს. ამის გამო მამამ მოკლა თავისი შვილი, მაგრამ ის არ დაუჭერიათ. - რატომ უნდა დაეჭირათ? რაც ამ გოგომ გააკეთა, საშინელი დანაშაულია.

 

ორი შვილი ჰყავდა და ქმარი. ყველა ასე მოექცეოდა შვილს, ეს ჩვენი ადათია. გოგო ამის ღირსი ნამდვილად იყო. ახლანდელი ახალგაზდები ცუდად იქცევიან. ის ბიჭი რომ დაეჭირათ, მასაც ჩაქოლავდნენ, მაგრამ გაიქცა...

„გზა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !