8 ოქტომბერს მთვარე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში დაბნელდება

Image

ასტროლოგები  ამბობენ, რომ ოქტომბერში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გველის – ეს არის 8 ოქტომბერს მთვარის სრული დაბნელება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში და მზის ნაწილობრივი დაბნელება, 24 ოქტომბერს მორიელში.

 

 

ასტროლოგი სოფო მზეკალავა აცხადებს, რომ  მთვარე ქალური ენერგეტიკის მქონე მნათობია და შესაბამისად,  მთვარის დაბნელება მეტად ქალბატონებზე იმოქმედებს, ვიდრე მამაკაცებზე.

 

„მზის დაბნელებისას წინ უკვე ძლიერი სქესისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრის აუცილებლობა წამოიჭრება. მთვარის დაბნელება ყოველთვის იძლევა შანსს, რაიმე კონკრეტული მოვლენა, ურთიერთობა და საქმიანობა მივიყვანოთ საბოლოო წერტილამდე.

 

მით უმეტეს, რომ მოახლოებული დაბნელება ააქტიურებს წერტილებს (ვერძი-სასწორი), რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პერიოდი უმეტესად უკვე არსებული პირადი ურთიერთობების გარკვევა-დასრულება-ფორმირების საკითხს შეეხება.

 

კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ აქამდე გაურკვეველ, ან სულაც მტანჯველ და დამღლელ კავშირებში საბოლოოდ დავსვათ წერტილი და ეს განსაკუთრებით ქალბატონებს ეხებათ.

 

თუმცა არ ღირს ურთიერთობის დასრულება ჩხუბითა და კონფლიქტით.

 

8 ოქტომბერს მთვარე ვერძის ზოდიაქოში დაახლოებით, დღის 15.00 საათისთვის ბნელდება. მომატებული იქნება აგრესიული ფონი, კონფლიქტების ალბათობა, ასევე გაზრდილი იქნება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. ფრთხილად უნდა ვიყოთ საჭესთან, არ მოვუმატოთ სიჩქარეს!

 

მთვარის დაბნელება ემთხვევა გრადუსს, რომელიც ააქტიურებს კრიმინალურ სიტუაციას - ყაჩაღობას, რეკეტს...

 

მზის დაბნელებისას შანსი გვეძლევა, საფუძველი ჩავუყაროთ ახალ, პერსპექტიულ წამოწყებებს. განსაკუთრებით მომგებიანი  ამ მხრივ მსხვილბიუჯეტიანი ფინანსური პროექტების დაგეგმვა იქნება, მზის დაბნელება კურო-მორიელის წერტილებს ააქტიურებს.

 

რის ხარჯზეც აქტიურდება ფინანსების, უძრავი ქონებისა და სხვადასხვა ტიპის მატერიალური საკითხის გადაწყვეტის აუცილებლობა.

 

ამიტომ მოცემული პერიოდი შესაძლებელია მამაკაცებმა წარმატებული პროექტების დაწყება-დაგეგმვას დაუთმონ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ცხოვრებაში ფულად საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიქმნება, მათი გადაჭრა არ უნდა სცადოთ ე.წ. „მორიელური ტაქტიკით“ – ძალისმიერი ან ავანტურისტული გზით.

 

საკითხს კუროსავით მშვიდად, სამართლიანად და პატიოსნად მიუდექით, რომ სამომავლოდ დანაკარგები და გართულებები თავიდან მაქსიმალურად აიცილოთ,“ - აღნიშნა სოფო მზეკალავამ.

 ambebi.ge

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !