
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილს „შეუგდო“.
„ხალხი ამას გვიან მიხვდა, მაგრამ მარგველაშვილი თავიდანვე „დავერბოკებული“ იყო სააკაშვილის მიერ და ეგ კაცი ბიძინა ივანიშვილს „შეუგდეს“.
როგორც ჩემთვის ცნობილია, გიორგი მარგველაშვილი ძალიან მძიმე სენით იყო დაავადებული და მან თავზე ურთულესი ოპერაცია გაიკეთა.
ოპერაციისთვის საჭირო თანხა - 53 ათასი ევრო თავიდან ბოლომდე „ნაცებმა“ გადაიხადეს. დიახ, ეს სააკაშვილის მმართველობის დროს მოხდა! აქედან გამომდინარე, გიორგი მარგველაშვილი ისევე, როგორც კოტე კუბლაშვილი, სიცოცხლითა არის დავალებული მიხეილ სააკაშვილის წინაშე!
როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდა, გიორგი მარგველაშვილს ნაციონალებმა დაავალეს, რომ ყველაფერი გაეკეთებინა ბიძინა ივანიშვილის ნდობის მოსაპოვებლად“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
„ასავალ-დასავალი“