
ტრანსგენდერი ვიკა აცხადებს, რომ ადრე პატრული მათ თავაზიანად ექცეოდა და იცავდნენ კიდეც, ახლა კი საშინლად აგრესიულები გახდნენ.
„მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პროტესტი ტელევიზიებმა არ გააშუქეს, რაც ადასტურებს, რომ ისინი კონტროლდებიან.
რაც შეეხება ჩვენს უკმაყოფილებას, ის არის, რომ ცირკთან დგომა აგვიკრძალეს. გიჟებივით მოცვივდნენ და ისტერიული ყვირილით მოგვთხოვეს დაშლა, რის შემდეგაც ტელევიზიის შენობასთან გადავინაცვლეთ, პროტესტის ხმამაღლა დასაფიქსირებლად.
ჩანაწერებს ყველა ტრანსი ვაკეთებთ, როგორც კი პატრული მოგვიახლოვდება. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ პატრულის ყველა ეკიპაჟს ვიცნობ. ადრე, მთავრობა რომ შეიცვალა, გვიცავდნენ და ზრდილობიანად გველაპარაკებოდნენ. თავს ყოველთვის დაცულად და თავისუფლად ვგრძნობდით.
სულ იმას ვამბობდით, რომ ჩვენ უკვე თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ახლა რა ეტაკათ, ვერ გავიგე. ახლა საშინლად აგრესიულები გახდნენ და ვერ ვხვდები რატომ“, - აღნიშნა ვიკამ.
მისი თქმით, სხვადასხვა ფენის კლიენტებს მოთხოვნები და ფანტაზიებიც სხვადასხვაგვარი აქვთ.
„რაც უფრო ფულიანია, მით მდიდარია მისი ფანტაზიები. მაგალითად, მუშათა კლასი ტიპურ მუშურ-გლეხურ სექსს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ მაღალი დონის ტიპებს ფანტაზიის დიდი უნარი აქვთ. ძირითადად, ქალის როლში ყოფნას ამჯობინებენ და ამიტომ, ჩანთაში სულ მიდევს რამდენიმე აბი ამღგზნები საშუალება.
ეს კატეგორია კაცთან მისვლას ვერ ბედავს და ამიტომ თავს აჯერებს, რომ ქალთანაა, მაგრამ ზოგჯერ ისე კნავიან და იკლაკნებიან პროცესის დროს, ჩემი თავი კაი ვაჟკაცი მგონია. ისეთ ისტერიკაში ვარდებიან, რომ თავს აშკარად ზედმეტად ვგრძნობ, ლამისაა მოვიხსნა და სახლში გავატანო.
ერთადერთხელ მოვიდა ისეთი ტიპი, რომელზეც დავიშოკე. მას მერე ის ბიჭი არსად მინახავს. მანქანაზე აღარაფერს ვამბობ, მაგრამ ბიჭმა მანქანა რომ გააჩერა, მომენტალურად ყველა გაჩუმდა და ენაჩავარდნილებმა დაუწყეს ყურება. მე შორიდან კარგად ვერ ვხედავ და უცებ, სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ხმამაღლა დავუწყე აგრესიული ყვირილი. რას მიყურებ, თუ რამე გინდა, თქვი, თუ არა და გაიარე-მეთქი...
და ტიპი გადმოვიდა, რომ დავინახე, მუხლები ჩამეკეცა, ისეთი საოცრება იყო. მაგრამ შეტევაზე გადმოვიდა და მანაც აგრესიულად, ნაგლურად დამიწყო ლაპარაკი, ოღონდ ტონი არ აუწევია. არც მე დავუთმე და ცოტა შევლაპარაკდით, მაგრამ მერე მითხრა, 150 დოლარს გაძლევ და მანქანაში დაეგდეო.
ერთი სული მქონდა სხეულზე შევხებოდი, მაგრამ ცოტა არ იყოს, შემეშინდა და უარი ვუთხარი, მაგრამ 300 დოლარზე რომ ავიდა, პატივმოყვარეობას გადავაბიჯე და გავყევი.
სასტუმროში მივედით და ტანსაცმელი გამხადა, თვითონ ჩაიცვა და ჩემი კოსმეტიკით მაკიაჟიც გაიკეთა. ამის მერე თავადაც მიხვდები, რასაც მთხოვდა და ბოლოს, ტაქსის ფული 50 დოლარი მომცა, თან ისე გამომაგდო, წესიერად არც დამემშვიდობა“, - განაცხადა ვიკამ.
„თბილისელები“