
ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ხელისუფლებას რამდენიმე ჟურნალისტის ეთერში ყოფნა არ სიამოვნებს. ექსპერტი სხვა დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობს.
„ჟურნალისტების დაყოფა რანგების მიხედვით შეუძლებელია, ასევე ხელისუფლების სიმპათიების და ანტიპათიების დაფიქსირება იმის მიხედვით, რომელი მედიასაშუალების წარმომადგენელია.
ჩემი დღე იწყება იმით, რომ რამდენიმე სააგენტოს ინფორმაციას ვეცნობი, როცა საერთოდ არ მახსენდება ათობით სხვა სააგენტო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი განწყობები მედიასთან ურთიერთობაში ღიად გამოვხატო, ან აგრესიით განვეწყო მათ მიმართ.
ასეთი დაყოფა ჟურნალისტებზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის. მით უმეტეს, ხელისუფლების კულუარებში მიდის საუბარი, რომ გაცვეთილი სახეები ტელევიზიებში არ უნდა იყვნენ, ეს აბსოლუტურად მიუღებელი რამ არის“,-განაცხადა ლაგაზიძემ.