
"თავისუფალი ზონის" წევრი ფარნაოზ ჭკადუა ავრცელებს კადრებს, რომლებზეც ასახულია "თავისუფალი ზონის" ოფისთან, პეკინის 34-ში 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის აქამდე უცნობი დეტალები. კადრებში ჩანან ლადო სადღობელაშვილი, ანი დარსალია, რამაზ გაგნიძე და სხვა აქტივისტები, ისმის უწმაწური გინება.
ასევე ჩანს, რომ ოფისის უკანა შესასვლელთან მყოფები პირზე ხელს აფარებენ აქტივისტ გოგონას, რომელიც "ზონელებს" უწმაწურად აგინებს. იგინებიან ასევე ირგვლივ მყოფი მამაკაცებიც, ხოლო ერთერთი ამბობს: "დედა გაქვთ მო**ული, ვეღარ ჩამოხვალთ მანდედან...". კადრში ჩანს ასევე რამდენიმე პოლიციელი, თუმცა, ამის მიუხედევად, მოწოდებაზე "დავაი, დავაი, წავედით...", - "თავისუფალი თაობის" აქტივისტები და მათი მხარდამჭერები ოფისში მაინც შედიან.