
ინციდენტი ფოთის მეექვსე საჯარო სკოლაში მოხდა.
გაკვეთილის მსვლელობისას დაწყებული დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მოსწავლემ თანაკლასელს თავში რკინის სკამი ჩაარტყა. ინციდენტი მალევე, სკოლის დირექციის დროული ჩარევით ამოიწურა.
დაშავებულ ახალგაზრდას სამედიცინო დახმარება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა ადგილზევე აღმოუჩინეს. დაშავებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
სკოლის დირექტორი ვარაუდობს, რომ ინციდენტი სკოლის მოსწავლეებს შორის დაწყებული გარჩევის გაგრძელებაა.
დირექტორი განმარტავს, რომ მოძალადე ახალგაზრდა სკოლაში ახალი გადასულია და მას თანაკლასელებთან ურთიერთობაში პრობლემები აქვს. არასრულწლოვანი ფოთის პოლიციის სამმართველოში მშობლებთან ერთადაა გადაყვანილი.