შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

Image

შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც დაკარგული/გაუქმებული სტატუსის მქონე პასპორტებს ფლობენ, ასეთი სახის დოკუმენტით მგზავრობისგან თავი შეიკავონ.

 

 

„მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელდა ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების ბაზის (SLTD) განთავსება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში.

 

ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების ბაზაში შეტანილია საქართველოს მოქალაქეების მიერ დაკარგული პასპორტების მონაცემებიც.

 

ზემოაღნიშნული სიახლის დანერგვის შემდეგ, მოქალაქეების მიერ სახელმწიფო საზღვრის კვეთის დროს დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაკარგული/გაუქმებული პასპორტით კვეთის მცდელობას, რაც აღკვეთილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

დაკარგული/გაუქმებული სტატუსის მქონე პასპორტები ჩამოერთვათ მფლობელებს და გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო მოქალაქეებს, რომლებსაც არ გააჩნდათ სხვა სამგზავრო დოკუმენტი, უარი ეთქვათ სახელმწიფო საზღვრის კვეთაზე.

 

აღსანიშნავია, რომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მოპარული და დაკარგული სამგზავრო დოკუმენტების ბაზა ფუნქციონირებს ინტერპოლის წევრი თითქმის ყველა ქვეყნის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში. შესაბამისად, აღნიშნული ხასიათის პრობლემა საქართველოს მოქალაქეებს შეიძლება შეექმნათ უცხო ქვეყნის საზღვრის კვეთის დროსაც.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, რომლებიც ფლობენ დაკარგული/გაუქმებული სტატუსის მქონე პასპორტებს, თავი შეიკავონ ასეთი სახის დოკუმენტით მგზავრობისგან და მათ ხელთ არსებული დაკარგული/გაუქმებული სტატუსის მქონე დოკუმენტებთან დაკავშირებული პრობლემის მოსაგვარებლად მიმართონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამის სამსახურს", - აღნიშნულია განცხადებაში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !