-
2014-10-03 10:55
18 წლის ყირგიზელი აიპერ ალექსეევა იშვიათი ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა, რის გამოც საკუთარ თმებს ჭამდა.
ტრიქოგრაფია ფსიქიკური აშლილობის ფორმაა, რომელიც თმების ჭამის დაუოკებელ სურვილს აჩენს.
გოგონა საკუთარ თმებს ჭამდა და მრავალი წლის განმავლობაში ეს მის ჯანმრთელობაზე არ ასახულა. სინამდვილეში კი შეჭმული თმების მონელება არ ხდებოდა, მუცელში თმები გორგალად გროვდებოდა, რომელიც გამუდმებით იზრდებოდა ზომაში.
გოგონა საავადმყოფოში მუცელში ძლიერი ტკივილების გამო გადაიყვანეს. მას აღარც ჭამა შეეძლო და აღარც სითხის მიღება. პაციენტი ძლიერი გაუწყლოებისგან და შიმშილისგან იტანჯებოდა.
ექიმებმა აიპერის მუცლიდან ოთხ კილოგრამზე მეტი თმის გორგალი ამოიღეს. სამედიცინო ჩანაწერებში უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ტრიქოგრაფიის ასეთ ექსტრემალურ შემთხვევაზე არანაირი ჩანაწერი არ არსებობს.
როგორც ანალიზმა უჩვენა, გორგალი შედგებოდა თმის და ძირიდან აღებული ცხოველების ბეწვისგან.
ფსიქოლოგიურად პაციენტი სხვა მხრივ სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა. საავადმყოფოდან გამოწერისას აიპერი ექიმებს შეპირდა, რომ აღარასოდეს არ გაიმეორებს იგივეს.
ambebi.ge