როგორ ავიღო ახალი სანომრე ნიშანი - დეტალური ინსტრუქცია და ფასები

Image

აქვე  შეგახსენებთ, რომ ძველ სანომრე ნიშნებს  ვადა 2020 წლამდე აქვთ, თუმცა ასევე შესაძლებელია სასურველი სანომრე ნიშნის აღებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში ნებისმიერ სასურველ ნომერს თავისი ფასი აქვს.

 

 

მათთვის, ვისაც აქამდეც ფასიანი ნომერი ჰქონდა და ახალი სანომრე ნიშნის აღება სურს, მოქმედებს გარკვეული შეღავათები.

 

მაგალითად, თუ თქვენ ნომერი GIO-573 - 250 ლარად გქონდათ შეძენილი, მომსახურების სააგენტო შემოგთავაზებთ იდენტურფასიან ნომერს, რომელიც შესაძლებელია იყოს GI -573-OS ან GD 777 SI.

 

ნომრის გადაცვლისას თქვენ გადაიხდით 70 ლარს, (სანომრე ნიშნის დამზადების 35-ს და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის საფასურს ასევე 35ლარს).

 

თქვენი ფასიანი სანომრე ნიშანი მაგალითად NIN-873, რომელიც თავის დროზე ასევე 250 ლარი ღირდა, შეგიძლიათ გადაცვალოთ უფრო მეტი ღირებულების სანომრე ნიშანში.

 

მაგალითად NI 873 NI, რომლის ფასი 350 ლარია. ასეთ შემთხვევაში გადაიხდით ფასთა შორის სხვაობას 100 ლარს და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის დამზადების საფასურს 35 ლარს.

 

იმ შემთხვევში თუ გქონდათ ე.წ უფასო ნომერი, ახლა კი გსურთ აიღოთ ფასიანი ნომერი, გადაიხდით მხოლოდ ნომრის ღირებულებას.

 

ნებისმიერ მსურველს საკუთარი მონაცემების მითითების შემდეგ შეუძლია დაჯავშნოს თავისუფალი სახელმწიფო სანომრე ნიშანი - დაჯავშნის ფასი თითო დღეზე 1,5 ლარია და პირველ ჯერზე შესაძლებელია 2 თვით დაჯავშნა.

 

ნომრის დაჯავშნა შეიძლება ასევე განხორციელდეს ნებისმიერ მესამე პირზე, ამ შემთხვევაში უნდა შეავსოთ გრაფა „სხვა პიროვნება" და მიუთითოთ მისი პირადი მონაცემები.

 

ძველ სახელმწიფო სანომრე ნიშნებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ 2020 წლის 1 სექტემბრამდე, თუმცა მანქანის ყიდვის შემთხვევაში ე.წ უფასო ნომრები ახალ მანქანაზე ვერ გადავა, სავალდებულოა ახალი ნომრის აღება, რომლის ფასი 70 ლარია.

 

ფასიანი ნომრების შემთხვევაში კი მათი სხვა მანქანაზე გადატანა შესაძლებელია 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ოღონდ ნომერი არ უნდა იყოს დაზიანებული და უნდა ექვემდებარებოდეს სხვა მანქანაზე დაყენებას.

 

სანომრე ნიშნის საფასური დამოკიდებულია მასში შემავალი ლათინური ასოებისა და ციფრების კომბინაციაზე, რომელიც შეგიძლიათ შეარჩიოთ მოცემულ ლინკზე:

 

შსს მომსახურების სააგენტოს მომხმარებლის გვერდი

 

რაც შეეხება ფასებს:

 

► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: AA – 111 – AA ) - 1000 ლარი;

► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: BB – 002 - BB) - 800 ლარი;

► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: CC – 300 - CC ) - 600 ლარი;

 

ავტომობილის რეგისტრაციის ნომრის ერთი წყვილის გაცემა, რომლის სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან მხოლოდ სამია იდენტური, ხოლო ნომრის შემადგენელი ციფრების კომბინაციაა:

 

► 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888, 999 (მაგ: GT – 444 – TT ) - 800 ლარი;

► 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008, 009 (მაგ: YU – 005 - YY) - 600 ლარი;

► 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800, 900 (მაგ: WW – 600 _ PW ) - 400 ლარი;

ambebi.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !