
ასტროლოგები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ამქვეყნად მატყუარა ვერძიც არსებობს, ძუნწი მშვილდოსანიც, ფულის მფლანგველი კუროც და ხისთავიანი სასწორიც...
ამიტომ ნურაფერი გაგიკვირდებათ. ყველაფერი ხომ მაინც ინდივიდუალური ასტროლოგიური რუკის დეტალებზეა დამოკიდებული.
აფერისტობით ყველა ნიშანი სხვადასხვაგვარად აფერისტობს...
აფერისტი ვერძი ზედმეტად თავაზიანი იქნება თქვენ მიმართ.
აფერისტი კურო აუცილებლად დაგპატიჟებთ ლანჩზე თავისი ხარჯით.
აფერისტი ტყუპი უახლოესი ნახევარი საათი მდუმარებაში გაატარებს და ყველანაირი ძალების დაძაბვით ეცდება მოგისმინოთ (ან ისეთი სახე მიიღოს რომ გისმენთ).
აფერისტი კირჩხიბი გულმოწყალედ დაგითმობთ სამსახურში უკანასკნელ კოვზ ყავას.
აფერისტი ლომი აუცილებლად გეტყვით "რაშიც გინდა მიმსახურე"!
აფერისტი ქალწული მშვიდად მიალაგებს თქვენ მიერ არეულ მის სამზარეულოს.
აფერისტი სასწორი დაგაიმედებთ, რომ თქვენ მაგივრად მოაგვარებს პრობლემებს.
აფერისტი მორიელი გულს გადაგიშლით და საკუთარ თავზე "თითქმის ყველაფერს" მოგიყვებათ "საიდუმლოდ".
აფერისტი მშვილდოსანი დაგპირდებათ, რომ იქორწინებს (ცოლად გამოგყვებათ) თქვენზე.
აფერისტი თხის რქა გეტყვით, რომ მისთვის თქვენს დიპლომსა და სოციალურ წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა.
აფერისტი მერწყული აუცილებლად გასესხებთ ფულს და მერე აღარ მოგთხოვთ.
აფერისტი თევზები – ისინი სულ აფერისტები (ოღონდ კეთილი აფერისტები) არიან.
astrologi.ge