-
2014-09-30 17:28
თბილისში „ენის სახლი“ გაიხსნა, სადაც კვალიფიცირებული მასწავლებლები ზრუნავენ იმაზე, რომ სწორად შეირჩეს სასწავლო მასალა და შესწავლის მსურველებმა მაქსიმალურად ეფექტურად შეძლონ მისი ათვისება, თავისუფალი კომუნიკაცია მათთვის სასურველ ენაზე.
გაკვეთილები ტარდება,ჯგუფურად ან ინდივიდუალურად სასურველ ენაში. ტრეინინგის პერიოდულობა– 3 დღე კვირაში, მეცადინეობის ხანგრძლივობა– 1 საათი, ფასი100 ლარი.
ინდივიდუალური მეცადინეობის ჩატარება შესაძლებელია ყოველდღიურადაც, მსმენელისთვის ხელსაყრელ დროს. ინდივიდუალური კურსის ხანგრძლივობა და გაკვეთილების რაოდენობა დამოკიდებულია მსმენელის ათვისების უნარზე.
„ენის სახლი“ ასევე,გთავაზობთ სწავლას ევროკავშირის აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში,როგორც ბაკალავრიატში, ისე მაგისტრატურაში,სწავლის ღირებულება 300 ევროდან თვეში, საცხოვრებლის უზრუნველყოფით.
არის ასევე მომსახურება კორპორატიული კლიენტებისთვის. ორგანიზაციებს სთავაზობენ ექსკლუზიურ კორპორატიულ მომსახურებას -
კორპორატიული სამოგზაურო ტურები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში:
ექსკლუზიურად „ენის სახლი“ გთავაზობთ:
- მხოლოდ თქვენზე მორგებულ მოგზაურობას;
- სამოგზაურო მარშუტების ცვლილებას თუნდაც მოგზაურობის დროს;
- ექსკლუზიური ქართულენოვანი გიდის მომსახურებას;
- გამარტივებულ სავიზო და სადაზღვევო სერვისს;
- სურვილის შემთხვევაში ჩარტერულ რეისებს.
ტურების ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფის რაოდენობასა და ადრეულ დაკვეთაზე და იწყება სულ რაღაც 200 ევროდან.


