- 
	2014-09-30 14:43	
"აფხაზეთის ხმისთვის" ცნობილი გახდა, რომ ნიუ-იორკში, საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციის ერთერთი მონაწილის ძმა, მექი აბჟანდაძე სამსახურიდან დაითხოვეს.
 
 
"აფხაზეთის ხმის" ინფორმაციით, მექი აბჟანდაძე  შსს-ს აკადემიაში ლექციებს კითხულობდა, ხოლო გუშინ ხელმძღვანელობამ დაიბარა და მოსთხოვა, სამსახური დაეტოვებინა, მიზეზად კი მისი ძმის მიერ ნიუ-იორკში პრემიერ ღარიბაშვილის გინება დაასახელა. 
 
"აფხაზეთის ხმა" ცდილობს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჩაწეროს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლებთანაც, რომელსაც ჩაწერისთანავე გამოაქვეყნებს.