
„სკაი ბარის” დირექტორი დავით კვირტია საზოგადოების ინტერესში მას შემდეგ მოექცა, რაც ბარის დიჯეი, დაჩი დარჩია მოკლეს.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვირტია წარსულში ნასამართლევი იყო მეგობრის დაჭრისთვის.
ინფორმაციის გადასამოწმებლად “პირველი რადიო” თავად კვირტიას დაუკავშირდა. მან არ დამალა, რომ ის ნასამართლევი იყო, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და განაცხადა, რომ არ მიუმართავს შეწყალების კომისიისთვის და არანაირი კავშირი არ აქვს ეკა ბესელიასთან.
„ნასამართლევი ვბძანდები და არ ვმალავ, მაგრამ ეს დაჩი დარჩიას მკვლელობასთან რა კავშირშია, ვერ ვხვდები, რომ მე გამომიშვა ეკა ბესელიამ?
არ გამოვსულვარ შეეწყალებით მაშინ, ესეც ძალიან კარგად უნდა გაარკვიოთ. სულ რამდენიმე თვე ვიჯექი, ნაციონალებმა დამიჭირეს და ნაციონალებმა გამომიშვეს“, - განაცხადა დავით კვირტიამ.