
არასამთავრობო ორგანიზაცია “ევრაზიული კავშირი” – ის მიერ დღეს ზუგდიდში, ცენტრალურ ხეივანში გამართულ აქციას „არა ნატოს!“ დაპირისპირება მოჰყვა.
აქციის ორგანიზატორებს არასამთავრობო ორგანიზაციის “თავისუფალი ზონა” წარმომადგენლები და მოქალაქეები დაუპირისპირდნენ.
“ევრაზიული კავშირის” წარმომადგენელი ზაზა არახამია აქციაზე ოჯახის წევრებთან და მცირეწლოვან შვილებთან იმყოფებოდა, მისი თქმით, აქციაზე შელაპარაკების დროს, ინცინდენტს ჰქონდა ადგილი, რომლის დროსაც არახამიას თქმითვე, “თავისუფალი ზონის” წევრებმა მის მცირეწლოვან შვილს პლაკატი წაართვეს, როდესაც ბავშვს ხელი მოხვდა და ის ატირდა.
„ვაფიქსირებდი აზრს – “არა ნატოს!”, ჩვენ ისედაც არავინ მიგვიღებს ნატოში“ ,-აცხადებს “ევრაზიული კავშირის” წარმომადგენელი ზაზა არახამია.
რადიო "ათინათი". "ათინათის" ვიდეომასალა.