-
2014-08-25 16:20
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 73%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, ხოლო 17%-ს მოსწონს.
აპრილთან შედარებით, 1%-ით შემცირდა იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვისაც არ მოსწონს რუსეთთან ურთიერთობა, ხოლო 2013 წლის ნოემბერთან შედარებით, 1%-ით გაიზარდა.
ამასთან, გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხეს წარმოადგენს, რაც აპრილთან შედარებით, 8%-ით არის შემცირებული, ხოლო ნოემბერთან შედარებით - 6%-ით გაზრდილი.
გარდა ამისა, კვლევაში მონაწილეთა 36% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გაზვიადებულია, ხოლო 15% ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოსთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ პროცენტულად ყველაზე მეტი გამოკითხული (56%) თბილისსა და გორში მიიჩნევს რუსეთს საქართველოსთვის რეალურ და არსებულ საფრთხედ, ხოლო ყველაზე ნაკლები (33%) - ბათუმში.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.