
წამლის ავტორის, გია ბურჯანაძის თქმით, მის მიერ დამზადებული საშუალება „ორმუსი“ ქიმიოთერაპიის შემცვლელია.
„კიბოთი სნეულ ყველა პაციენტს ვურჩევ, იმკურნალოს ონკოლოგთან და მხოლოდ ონკოლოგის ნებართვით, პარალელურად „ორმუსიც“ მიიღოს.
საქართველოში, უკვე, თითქმის ყველა ონკოლოგი მიცნობს. „ორმუსი“ დამხმარე საშუალებაა და არა ძირითადი.
ძირითადად მხოლოდ მაშინ შეიძლება მისი გამოყენება, თუ ავადმყოფი გადადებულია, დასაკარგი არაფერი აქვს და სხივური ან ქიმოითერაპია აღარ უტარდება. ყველას გადაეცით, რომ აგვისტოს ბოლომდე ჩემთან დაკავშირებას აზრი არ აქვს. აქამდე მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრებს, უახლოეს ადამიანებს, ნათესავებსა და მეგობრებს ვეხმარებოდი. ახლა უკვე უამრავმა ადამიანმა მოისურვა, „ორმუსი“ საკუთარ თავზე გამოსცადოს, ამიტომ ძველებურად ვეღარ გავაგრძელებ.
მკურნალობის ამ მეთოდს ოფიციალურ იურიდიულ კალაპოტში მოქცევა სჭირდება. ეს საკითხი მხოლოდ აგვისტოს მიწურულისთვის მოგვარდება. თანაც, დროს არ ვკარგავ, მთაში ვარ და გამალებული ვამზადებ ორმუსს, სექტემბრისთვის საკმარისი მარაგი რომ შევქმნა, რათა მსურველებმა შეუფერხებლად შეიძინონ!“, - აცხადებს გია ბურჯანაძე.
„ასავალ-დასავალი“