
თვითმხილველები თვალებს არ უჯერებდნენ, როდესაც ჯანდაცვის მინისტრი რიკოთზე ოქროსფერ „შევროლესთან“ მოფუსფუსე შენიშნეს.
დავით სერგეენკო კარგა ხანს ჩასჩერებოდა ახდილ "კაპოტს", მერე რაღაცას უჩხიკინებდა.
„ვინც დაინახა, თვალების ფშვნეტა დაიწყო, ეს კაცი ნამდვილია, თუ გვეჩვენება რამეო. შესაძლოა უბრალოდ ჰგავდა, თორემ მინისტრი მარტო როგორ იქნებოდა მანქანით - მთავრობის ხალხმა რიკოთზე ან სადმე თუ გაიარა, დაცვის კოლონა მოჰყვებათ ხოლმე“, - აღნიშნა რიკოთის უღელტეხილზე ერთ-ერთ გზისპირა რესტორანში მომუშავე თვითმხილველმა.
„კვირის პალიტრას“ სამინისტროს პრესსამსახურში auxsnes, რომ დავით სერგეენკო სარფში საკუთარი „შევროლეთი“ წავიდა.
„წყალი აუდუღდა და სულ ტყუილად ჩავყურებდი ახდილ „კაპოტს“ კარგა ხანი. თან მეცინებოდა ჩემს თავზე. დახმარებას 40 წუთი ველოდი (კურსელმა მომაკითხა ქუთაისიდან).
მანქანა მზეზე იდგა, გზის პირას და სალონში ძალიან ცხელოდა! გადმოვიდოდი, მანქანები ჩერდებოდნენ და დახმარებას მთავაზობდნენ. გავისტუმრებდი მადლობით, ჩავჯდებოდი მანქანაში და 5 წუთზე მეტს ვერ ვძლებდი სიცხეში, გადმოვიდოდი და ისევ ჩერდებოდნენ მანქანები, ისევ გავისტუმრებდი, ჩავჯდებოდი და...
მოკლედ იმ 40 წუთში 5-6-ჯერ ჩავჯექი და გადმოვედი და იყო გადმოსვლა-მადლობები-ჩაჯდომა, ისევ გადმოსვლა, ისევ მადლობები...
სარფში ოჯახის მოსანახულებლად მივდიოდი. ოღონდ არც ეგ „შევროლეა“ ჩემი საკუთრება, სამინისტროს ავტომობილია, მაგრამ როგორც იტყვიან მოძველებული და რაც მთავარია, ჯიპი არ არის. ი
სე მაქვს მობეზრებული ეს გაუთავებელი წამოძახება შავ ჯიპებზე (დამხვდა ნაყიდი და ხომ არ გადავაგდებ?), რომ მიუხედავად დისკომფორტისა, მესიამოვნა კიდეც რაც მოხდა, ჩვეულებრივ ადამიანად ვიგრძენი თავი,“ - გაურკვეველ სიტუაციაში თავად შეიტანა სიცხადე მინისტრმა და დაადასტურა, რომ რიკოთზე ჯანდაცვის მინისტრის „მოჩვენება“ კი არა, გაფუჭებულ „შევროლესთან“ მართლაც დავით სერგეენკო იყო.