-
2014-08-11 16:19
დავით ბუტიკაშვილის თქმით, ამ წელში მაკა ჩიჩუა შეძლებს დაუმთავრებელი საქმეების ბოლომდე მიყვანას.
„ამ ქალბატონებისთვის დამახასიათებელია ძალიან მაღალი ესთეტიზმი, ხელოვნების სფეროში აქვს ფენომენალური შესაძლებლობები.
თავის ინდივიდუალურობას საუკეთესოდ ავლენს, თუ კავშირი აქვს ხელოვნების რომელიმე სფეროსთან. მამაკაცთან ურთიერთობისას იმპულსურია, ან დომინირებს და ინიციატივა მის მხარეზეა ან პირიქით, მამაკაცს უსიტყვოდ ემორჩილება.
მიდრეკილება აქვს ერთი ნახვით შეყვარებისკენ. ეს წელი მისთვის კარგი იქნება, დაუმთავრებელ საქმეებს ბოლომდე მიიყვანს.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, გარემოებებმა შესთავაზოს ისეთი შესაძლებლობები, რომლებიც დაეხმარება, კომფორტს მიაღწიოს იქ, სადაც მანამდე დისკომფორტს განიცდიდა“, - აღნიშნა ბუტიკაშვილმა.
„რეიტინგი“