10 ოქროს წესი, რომელიც ომის დროს სიკვდილისგან გადაგარჩენთ

Image

1.არ ჩაიცვათ სამხედრო ტანსაცმელი

თვითნებურად ნუ გადაწყვეტთ კამუფლაჟით შემოსვას და ნუ იფიქრებთ, რომ ეს მომწვანო სამოსი თქვენ უჩინარს გაგხდით;

 

 

პირიქით, - გახსოვდეთ, რომ საომარი სიტუაციებისას თავდასხმის ძირითადი ობიექტები სწორედაც რომ სამხედრო პირები არიან...

 

2 - არ ჩაიცვათ ძვირფასი სამოსი

თუ საომარი სიტუაციაა და თავის გადასარჩენად ქუჩაში გასვლა მოგიწევთ, ნუ დახარბდებით ძვირფას სამოსს, რომელიც გარდერობში გიდევთ...

 

ვინაიდან საომარი ქმედებებისას მოროდიორობა გახშირებულია, ისინი თავს სწორედ მათ ესხმიან, ვინც მდიდრულად გამოიყურება. ასე რომ, ნუ შესწირავთ სიცოცხლეს მაღალ მოდას... და ძვირადღირებული სამკაულები, ისინი რაც შეიძლება შორს უნდა იყოს თქვენგან.

 

3 - არ შეაფაროთ თავი მაღალ შენობებს

საომარი ქმედებებისას ყველაზე დიდი სისულელე, რაც შეიძლება გააკეთოთ, ტყვიებისგან დასამალად მაღალი შენობების გამოყენებაა. გახსოვდეთ, რომ მტრის სამიზნე პირველ რიგში ასეთი შენობები ხდება.

 

განსაკუთრებით თავი აარიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, როგორიცაა მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ვინაიდან ისინი მტრისთვის თავდასხმისათვის ყველაზე "გემრიელი ლუკმაა"... განსაკუთრებით კი თავი შორს ბენზინგასამართ სადგურებისგან უნდა დაიჭიროთ.

 

4 - არ აიკიდოთ ბევრი ბარგი

ომში ბარგი ყველაზე დიდი დისკომფორტია. შეეცადეთ მხოლოდ უმნიშნველოვანესი ნივთები იქონიოთ თან, მეტწილად პირველადი სამედიცინო საჭიროებისთვის... გაითვალისწინეთ, რომ ერთ ადამიანზე ბარგის წონა 10 კილოგრამს არ უნდა აღემატებოდეს.

 

ბევრი ბარგით კი თქვენ მოროდიორების სამიზნე გახდებით, გარდა ამისა გაგიჭირდებათ გადაადგილება, დამალვა და ამასთან ბარგით მეტ ყურადღებას მიიქცევთ.

 

5 - არ გახვიდეთ სახლიდან დოკუმენტაციების გარეშე

ნუ იფიქრებთ, რომ პასპორტის თან ქონა პრობლემებს შეგიქმნით; პირიქით. მეტიც, სასურველია, რომ პასპირტში რომელიმე გვერდზე თქვენი სისხლის ჯგუფიც მიაწეროთ, რადგან თქვენ არ ხართ დაზღვეული დაჭრისგან და სხვა მსგავსი დაზიანებებისგან.

 

ამით კი თქვენ დახმარებისთვის გზას გაიმარტივებთ.

 

6 - არ წახვიდეთ სამხედროების ბრძანების წინააღმდეგ

აუცილებლად დაემორჩილეთ სამხედრო პირებს. მაშინაც კი, თუ ისინი მოწინააღმდეგე მხარეს წარმოადგენენ.

 

ასე უნდა მოიქცეთ ერთი მარტივი მიზეზის გამო - ისინი შეიარაღებულები არიან. გვერწმუნეთ, მათგან გაქცევით ნაკლები შანსს იტოვებთ გადარჩენისთვის, ვიდრე მათი ბრძანების შეუსრულებლობით.

 

7 – არ გადაადგილდეთ საზღვარზე ჯიპით, მიკროავტობუსით ან სატვირთოთი

უპირველესად, ომის წესების მიხედვით, ყველა ზემოთ ხსენებულ ავტომობილს ჩამოგართმევენ.

 

და თუ მაინც აღმოჩნდებით სასაზღვრო ხაზთან, მოაშორეთ თქვენს მანქანას ნებისმიერი ტიპის სტიკერი, ვინაიდან შესაძლოა, მოწინააღმდეგემ ეს არასწორად გაიგოს და მიიჩნიოს, რომ თქვენ ხართ რომელიმე დაჯგუფების, პარტიის, ან მიწისქვეშა ორგანიზაციის წევრი.

 

8 - არ მართოთ მანქანა ღამით

ბევრი ფიქრობს, რომ საომარ სიტუაციებში ღამით სიარული რისკებს ამსუბუქებს. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქით არის, რაგან შესაძლოა, სიბნელეში არა მხოლოდ მოწინააღმდეგის, არამედ თქვენივე მხარის ბრმა ტყვიას ემსხვერპლოთ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ომში ნებისმიერ საეჭვო ხმაურის საპასუხოდ ისვრიან...

 

9 - ნუ იქნებით მარტოხელა

არ მოერიდოთ უცხო ხალხთან კონტაქტს. შეეცადეთ, გაიჩინოთ თანამგზავრები და რაც მთავარია, მათ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი სისხლის ჯგუფის შესახებ.

 

10 - არ უგულვებელყოთ ენის ცოდნა

ომში დაივიწყეთ კომპლექსები, და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ენას ეხება. შესაძლოა, კარგად ვერ ფლობდეთ მოწინააღმდეგის მშობლიურ ენას, მაგრამ ნუ დამუნჯდებით. თუ სრულიად უცხოა თქვენთვის მათი ენა, აუცილებლად ისწავლეთ რამდენიმე მნიშნველოვანი ფრაზები.

 

adami.ge

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !