-
2014-08-09 12:23
გორში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამი თანამშრომელი დააკავეს და დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
დაკავებულთა ოჯახის წევრების თქმით, სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოძახებაზე სოფელ ხიდისთავში გავიდა, თუმცა პაციენტი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.
იგი გულის შეტევით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ნათესავები მომხდარმა გააღიზიანა და მისულ ექიმებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
როგორც ისინი აცხადებდნენ, სასწრაფო 20 წუთის დაგვიანებით მივიდა, თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში.
მათი თქმით, ისინი გამოძახებაზე მაშინვე გავიდნენ, როგორც კი 112-დან ცნობა მიიღეს.