-
2014-08-09 10:59
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ძუღურის მინერალური წყლების მიმდებარე მთის ხეობაში, მაღალმთიან ზონაში შვეიცარიის 2 მოქალაქეს გზა აებნა.
ქართველმა მაშველებმა დაკარგული ტურისტების კვალს მიაგნეს და მაღალმთიანი ზონიდან ჩამოიყვანეს.
„მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საძიებო ზონაში და დაკარგული ტურისტები მდინარე ძუღურისღელეს სათავესთან იპოვეს.
ერთ-ერთი ქალბატონი თავს შეუძლოდ გრძნობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველ-ინსპექტორებმა მას ადგილზევე აღმოუჩინეს პირველადი სამედიცინო დახმარება და მაღალმთიანი ზონიდან ჩამოიყვანეს.
ორივე ქალბატონი გადაყვანილია თბილისში. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.