რატომ გადასცა ილია მეორემ გენერალ ბორისოვს 20 ათასი დოლარი

Image

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ლეონარდო დევდარიანი 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებს იხსენებს.

 

მას გენერალ ბორისოვთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა და აგვისტოს ომის დროს მასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში.

 

„ბორისოვს მოახსენეს, რომ ჩვენი პატრიარქი მობრძანდებოდა. უდიდესი პატივისცემა გამოიჩინა ბორისოვმა. უნდა გენახათ, დამპყრობელი ჯარის სარდალი მუხლმოდრეკილი როგორ შეეგება ჩვენს სულიერ მოძღვარს. პატრიარქმა ჯვრები ჩამოგვკიდა მე და ბორისოვს...

 

პატრიარქმა ბორისოვს უთხრა: აბა, შენ იცი, მშვიდობიან მოსახლეობას არაფერი დაუშავო, ჩვენ მართლმადიდებლები ვართ, მოუარე ჩვენს ხალხსო. მერე უბეში ხელი ჩაიყო და პაკეტი ამოიღო.

 

„აი, აქ 20 ათასი დოლარიაო და გაუწოდა ბორისოვს, - ბორისოვი გაშეშდა... ამას გაძლევ იმიტომ, რომ გორში ყველაზე გაჭირვებულებს და უმწეოებს მოუარო და შენი ხელით გაუნაწილო ეს თანხაო".

 

ბორისოვმა ფული გამოართვა, დაეცა მუხლებზე, კალთაზე აკოცა და უთხრა, გეფიცებით, უწმინდესო, ყოველი კაპიკი მივა გაჭირვებულ და უმწეო მოსახლეობასთან, ყველა კაპიკზე ჩაგბარდებათ სრული ანგარიშიო. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა", - იხსენებს დევდარიანი.

 

მისი თქმით, მოგვიანებით ბორისოვმა მართლაც შეადგინა სია და პატრიარქს გაუგზავნა.

 

როგორც დევდარიანი ამბობს, საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ ცხედრების გადაცემასთან დაკავშირებით რუსებისთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არავის მიუმართავს.

 

"საბრძოლო მოქმედებები დამთავრებული იყო, მაგრამ ჩვენი დაღუპული ბიჭები ბრძოლის ველზე, რომ იტყვიან, ლპებოდნენ. ამის გამო ოსები საწვავს ასხამდნენ და წვავდნენ. გენერლებს მივუბრუნდი, მებრძოლი ხალხი ხართ და არ გრცხვენიათ, მიცვალებულებს რატომ არ ატანთ ქართულ მხარეს.

 

ომი ომია, მაგრამ მიცვალებულებს რომ ასე ეპყრობით, ეს არც ომის კანონში წერია და არც ადამიანობაში-მეთქი. ეს რომ ვთქვი, ერთი ამბავი ატყდა, რას ჰქვია, არ ვატანთ, არავინ შემოგვხმიანებია, არც სარდალი, არც მხედართმთავარი, არც გენერალი... კაციშვილს არ მოუთხოვია მიცვალებულები. ყველამ მოუარა თავის მიცვალებულებს:

 

ჩეჩნებმა, ოსებმა, ჩვენ, მხოლოდ ქართველი ბიჭები ყრიან ქუჩებში და ორმოებში ლპებიანო. მხოლოდ ისინი არ მოუკითხავს თავის ხელისუფლებასო", - აცხადებს დევდარიანი.

 

ლეონარდო დევდარიანი აფხაზეთის ომის დროს სოხუმის გარნიზონის სამხედრო კომენდანტის გია გულუას მოადგილე იყო, 2001 წლამდე კი საქართველოს სავაჭრო ეკონომიკურ წარმომადგენელად მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში.

„კვირის პალიტრა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !