
პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო სტურუას განცხადებით, კაზანტიპზე დასწრება გოგონებს უფასოდ შეუძლიათ.
მათ საიტზე მხოლოდ რეგისტრაცია უნდა გაიარონ.
შესაბამისად, ჯერჯერობით საიტზე დაახლოებით 3500 ქართველი და 10 ათასამდე უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა.
ღონისძიების ორგანიზატორები 20 აგვისტოს ანაკლიის „კაზანტიპზე“ დაახლოებით 30 ათას სტუმარს ელიან.