
ასტროლოგის თქმით, არახელსაყრელი დღეები 12 აგვისტომდე გაგრძელდება, თუმცა მანამდე 10 აგვისტო სავსე მთვარის დღეა, რაც უარყოფით ენერგოველს კიდევ უფრო ამძიმებს.
„ნეგატიური დღეები 25 ივლისიდან დაიწყო და 12 აგვისტომდე გრძელდება. ახლა დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამიტომ დაძაბულობა, ავარიულობა მატულობს და კონფლიქტურობა მაღალია.
არავის არ ვურჩევ მნიშვნელოვანი, ახალი საქმის დაწყებას, ხელშეკრულებების დადებას, მოლაპარაკებების წარმოებას, რადგან მათი უმრავლესობა არ იმუშავებს და ეს გამოწვევს გულაცრუებას. ასევე, შეძლებისდაგვარად, მეტი ყურადღება უნდა მიაქცეს ჯანმრთელობას.
უარყოფითი დღეები 10 აგვისტოს სავსე მთვარეობით გვირგვინდება. ეს დღე ტრადიციულად მძიმეა. ამ დღეს ყოველთვის არის რაღაც უსიამოვნო პირად ურთიერთობებში. ვეცადოთ, ეს პერიოდები ფრთხილად განვვლოთ.
12 აგვისტოდან დედამიწა გადმოვა დადებით ენერგოველში, საერთო სიტუაცია დამშვიდდება და გაცილებით უფრო ადვილი იქნება მოლაპარაკებების წარმოება, უფრო ადვილი იქნება ურთიერთგაგება, ურთიერთპატიება, ურთიერთშერიგება, საქმეებიც გაცილებით უკეთესად წარიმართება“, – აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.
http://kvira.ge/