
ქართველი სეისმოლოგების ცნობით, 3,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან ჩრდილო-დასავლეთით, 9 კილომეტრში მდებარეობდა.
3,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა იყო რაჭაშიც. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონში დაფიქსირდა.
სეისმოლოგები გუშინ მომხდარ ამ ორ მიწისძვრაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. მათი თქმით, საქართველოში მიწისძვრები ჩვეულებრივი სეისმოლოგიური პროცესია.
ონსა და დმანსში ხშირად ხდება ხოლმე მცირე სიმძლავრის მიწისძვრები. ძირითადად - დაუსახლებელ ადგილებში, თუმცა თუ დასახლებულ ტერიტორიაზე მოხდა, მოსახლეობა მცირე ბიძგებს გრძნობს.