-
2014-08-07 11:13
ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პირებს 1-ელი სექტემბრიდან სამედიცინო დაწესებულების არჩევაში თავისუფლება ექნებათ.
საკითხზე მინისტრთა კაბინეტი სწორედ დღეს იმსჯელებს.
„1-ელი სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვითი პროექტები მთლიანად გადადის ერთიანი გადამხდელის პრინციპზე, რაც ნიშნავს, რომ უკლებლივ ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ პროგრამით სარგებლობს, მიენიჭება სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანი.
ასევე გეგმურ სერვისებზე დაყოვნების ვადა შეუმცირდებათ 6-დან 2 თვემდე. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი საკითხი", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე 34 საკითხს განიხილავს.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2017-01-16 19:16
-
2016-11-07 15:15
-
2016-11-07 13:00
-
2016-09-21 14:26