თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი დიმიტრი ცინცაძის ფონდის დასახმარებლად საქართველოში უკვე მეორედ ჩამოვიდა.
ამჯერად იგი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად ბათუმში იმყოფება და მსახიობს მათთან ერთად კლიპში გადაიღებენ.